четверг, 1 сентября 2011 г.

saatestato gamocdebis masala


ნატომია გამოსაშვები გამოცდების პროგრამის მიხედვით






ადამიანის აგებულება გამოსაშვები გამოცდების პროგრამის მიხედვით.




ჩონჩხი



საყრდენ-მამოძრავებელ ორგანოთა სისტემა


ჩონჩხის ფუნქციები:

  1. დამცველობითი;
  2. მოძრაობის პასიური ორგანო;
  3. სისხლმბადი ორგანო (ძვლის წითელი ტვინი).
აგებულია ძვლოვანი ქსოვილისგან ძვლოვანი ქსოვილი აგებულია შემაერთებელი ქსოვილით, უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ფირფიტებია. 


ძვლის ყვითელი ტვინი ძვალ ანიჭებს სიმსუბუქეს, წითელი ტვინი - სისხლმბადი ორგანოა.

ძვლის ქიმიური შედგენილობა: ორგანული ნივთიერება ოსეინი, ანიჭებს დრეკადობას, არაორგანული ნივთიერებები Ca, P ანიჭებენ სიმტკიცეს.

ძვლის შეერთება შეიძლება იყოს უძრავი (ქალა, გავა), მოძრავი (სახსარი (შიგნითაა სინოვიალური სითხე)) და ნახევრად მოძრავი (ხრტილი (ხერხემლის მალები, ნეკნები, მკერდის ძვალი))

თავისქალა (შუბლის, კეფის, თხემის საფეთქლის (ბრტყელი უძრავი) ძვლები), სახე (ზედა ყბის, ქვედა ყბის, ცხვირის ნიჭარა, ცხვირის, ყვრიმალის, სასა, სახნისი, საცრემლე (ბრტყელი, უძრავი (გარდა ქვედა ყბისა)) ძვლები

ტანის: ნეკნები შეერთებულია 12 გულმკერდის მალასთან. 7 წყვილი ხრტილიტაა მიმაგრებული უშუალოდ მკერდის ძვალთან, 5 წყვილი - თავისუფლადაა. ხერხემალი: 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის, 4-5 კუდუსუნის მალები.

ზედა კიდურები: სარტყელი - ლავიწი (მოკლე) და ბეჭი (ბრტყელი), თავისუფალი კიდურები - მხარი, წინა მხარი (სხივი და იდაყვის ძვლები), 8 მაჯის ძვალი, 5 ნების და 14 ფალანგების.

ქვედა კიდურები: სარტყელი - მენჯი გავასთან უძრავად შეერთებული,თავისუფალი კიდურები - ბარძაყი, წვივი (დიდი და მცირე), ტერფი (ქუსლი, 5 ნების, 14 ფალანგი).

=================================================================================

კუნთები



ფუნქციები: 
  1. მოძრაობის აქტიური ორგანოა;
  2. სხეულს ანიჭებს ფორმას;
  3. დამცველობითი;
  4. სხვა ორგანოების მუშაობა (სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, მონელება..);
  5. მიმიკა;
  6. მეტყველება.
აგებულია კუნთოვანი ქსოვილისგან.

გლუვი კუნთები: თითისტარის ფორმის, ცენტრში ოვალური ბირთვია, მისით აგებულია კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის კედლების კუნთოვანი ქსოვილები. მათი მუშაობა უნებლიეა. იკუმშება ნელა.

განივზოლიანი კუნთები სხეულის კუნთების ძირითადი მასაა, ამოძრავებენ ჩონჩხის ძვლებს. აქვთ თასმის ფორმა, თასმებს ბოჭკოებს უწოდებენ, მასში მრავალი მიოფიბრილი და მრავალი ოვალური ბირთვია, მათი მოძრაობა ნებითია გარდა გულის განივზოლიანი კუნთებისა, რომელსაც ცალკე აჯგუფებენ, რადგან მიოფიბრილები გადახლართულია ერთმანეთზე. სწრაფად იკუმშება.

კუნთი ყველაზე კარგად მუშაობს საშუალო დატვირთვისა და საშუალო სიხშირის დროს, მარგი ქმედების კოეფიციენტია 20-40%.

================================================================================

ორგანიზმის შინაგანი გარემო


ადამიანის შინაგანი გარემო: სისხლი, ქსოვილური სითხე, ლიმფა


სიცოცხლის ხანგრძლივობა, და 1მმ-ში შემცველობა შეგიძლიათ გამოტოვოთ.
(დააჭირეთ სურათის გადიდებას!)


სენშეუვალობა ამა თუ იმ ინფექციური დაავადების მიმართ არის იმუნიტეტი. შეიძლება იყოს თანდაყოლილი (თანშობილი) და შეძენილი. ასევე შეიძლება იყოს ბუნებრივი და ხელოვნური. შეიძლება იყოს აქტიური და პასიური
აქტიური - აცრებით შეჰყავთ დასუსტებული დაავადების გამომწვევი მიკრობები.
პასიური - სამკურნალო შრატებით შეჰყავთ მზა ანტისხეული.


  • გადასხმის დროს როგორ სისხლს იყენებენ? Ca-ის მარილებისგან გაწმენდილს, რათა არ შედედდეს.
  • რა განსხვავებაა სისხლის შედედებასა და ლიმფის შედედებას შორის? ლიმფა უფრო ნელა დედდება.
===============================================================================

სისხლის მიმოქცევის სისტემა





სისხლის მიმოქცევის სისტემას მიეკუთვნება გული და სისხლძარღვები.
გული სისხლის მიმოქცევის ცენტრალური ორგანოა. იგი უზრუნველოყოფს სისხლის უწყვეტ დინებას სისხლძარღვებში. მდებარეობს გულმკერდის ღრუში.
 ადამიანს აქვს ოთხსაკნიანი გული (2 წინაგული, 2 პარკუჭი). გული აგებულია გულის განივზოლიანი კუნთოვანი ქსოვილისაგან. გახვეულია შემაერთებელ ქსოვილოვან აპკში- გულის პერანგში (პერიკარდი). გულის შეკუმშვას ჰქვია სისტოლა, მოდუნებას - დიასტოლა.






სისხლძარღვები:

არტერიები - სისხლი მიაქვს ცენტრიდან პერიფერიებისკენ, აქვს სამშრიანი სქელი კედელი, დინების სიჩქარე მაღალია, ღრმად მდებარეობს.
ვენები - სისხლი მოაქვს ფერიფერიებიდან გულისკენ, აქვს სამშრიანი თხელი კედელი, დინების სიჩქარე შედარებით დაბალია, და შედარებით ზედაპირულად მდებარეობს.
კაპილარები - ერთშრიანია, დინების სიჩქარე ყველაზე დაბალი და ყველაზე ზედაპირულად მდებარეობს.





სისხლი მიმოქცევის მცირე წრე უზრუნველყოფს გაზთა ცვლას ფილტვებსა და სისხლს შორის.
მარჯვენა პარკუჭიდან ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი ფილტვებში ჩაედინება ფილტვის ოთხი არტერიით, ფილტვებში სისხლი თავისუფლდება ნახშირორჟანგით და მდიდრდება ჟანგბადით, ფილტვებიდან ფილტვის ოთხი ვენით ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩაედინება მარცხენა წინაგულში.




სისხლის მიმოქცევის დიდი წრე უზრუნველყოფს გაზთა და ნივთიერებათა ცვლას სისხლსა და ქსოვილებს შორის.
მარცხენა პარკუჭიდან ჟანგბადით მდიდარი სისხლი აორტაში ჩაედინება, აორტაში იხსნება გულის გვირგვინოვანი არტერია, რომელიც ჟანგბადით ამარაგებს გულს, აორტადან სისხლი ჩაედინება რკალში. რკალი ჟანგბადით ამარაგებს თავს, ზედა კიდურებსა და გულმკერდის ნაწილს. რკალიდან - დასწვრივში, დასწვრივი ამარაგებს გულმკერდის მეორე ნაწილს და მუცელს, დასწვრივი წელის მეოთხე მალის დონეზე იყოფა ორ არტერიად. ორივე არტერია ამარგებს ქვედა კიდურებს. ქვედა კიდურებიდან ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი ქვემო ღრუ ვენით ჩაედინება მარჯვენა პარკუჭში, ხოლო თავიდან - ზემო ღრუ ვენით. ღრუ ვენებს აქვთ ირგვლივი კუნთები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის მხოლოდ ერთი მიმართულებით დინებას სისხლძარღვებში.



=================================================================================



სუნთქვა



სუნქთვის დანიშნულებაა გაზთა ცვლა და ენერგიის გათავისუფლება.

სუნთქვის სისტემა იწყება ცხვირის ღრუთი. ნესტოები ამოფენილი ლორწოვანი და წამწამოვანი ეპითელუმით, აქ ხდება ჰაერის გათბობა, გაწმენდა, გაუნებელყოფა. 

ცხვირის ღრუდან ჰაერი გადადის ცხვირ-ხახაში, შემდეგ ხორხში. ხორხი შედგება 3 წყვილი და 3 კენტი ხრტილისგან. 

ხრტილებს შორის ადგილს ყია ეწოდება. ხრტილებს შორის მოთავსებულია სახმო იოგები, აქ იწყება ბგერის წარმოქმნა (ბგერა საბოოლოოდ ჩამოყალიბდება პირის ღრუში),

შემდეგ გადადის ტრაქეაში ანუ სასულეში. მისი სიგრძე 12 სმ-ია. იგი შედგება 16-20 ნახევარრკალოვანი ხრტილისგან. სასულეში ხდება აგრეთვე ჰაერის გათბობა, გაწმენდა, გაუნებელყოფა.

ტრაქეა ორ ბრონქად იყოფა და შედის ფილტვებში. ფილტვებში იტოტება წვრილ ბრონქიოლებად, ბოლოვდება ალვეოლით, ბუშტუკებით (ალვეოლებში ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლია). ფილტვის ელემენტარულ ერთეულს წარმოადგენს აცინოზი. იგი შედგება სასუნთქი ბრონქიოლისგან, ალვიოლისგან და კაპილარისგან.


სპირომეტრით დაადგინდა, რომ მშვიდი შესუნთქვის დროს ადამიანი 0,5ლ ჰაერს შეისუნთქავს. ამდენსავე განდევნის მშვიდი ამოსუნთქვის დროს. ყველაზე ღრმა შესუნთქვის დროს შეისუნთქავს 1,5ლ ჰაერს. ადამიანს შეუძლია მშვიდი ამოსუნთქვის შემდეგ კიდევ ამოისუნთქოს 1,5ლ. ფილტვის სასიცოცხლო ტევადობა არის საშუალოდ 3,5ლ.

სუნთქვითი მოძრაობა
შეუნთქვა და ამოსუნთქვა იმიტომ ხდება, რომ იცვლება გულმკერდის ღრუს მოცულობა, ფილტვები პასიურად მიჰყვებიან გულმკერდის ღრუს კედელს. პლევრის ღრუში წნევა ატმოსფერულზე დაბალია. გაფართოების დროს პლევრა იჭიმება და ფილტვის მოცულობა იზრდება, ამოსუნთქვის დროს -  მცირდება. ფილტვებიდან ჰაერი მანამ გამოდის, სანამ მისი წნება ატმოსფერულს არ გაუტოლდება.

მშვიდი ჩასუნთქვა: ნეკნთაშუა სასუნთქი კუნთები და დიაფრაგმა ერთდროულად იკუმშებიან. ნეკნთაშუა კუნთები მაღლა წეცენ ნეკნებს და მოცულობა იზრდება. დიაფრაგმა ბრტყელდება და გულმკერდის ღრუს მოცულობა ვერტიკალური მიმართულებით იზრდება.

მშვიდი ამოსუნთქვა: ნეკნთაშუა სასუნთქი კუნთებისა და დიაფრაგმის მოდუნების შედეგად. ნეკნები ეშვება, დიაფრაგმა ამოიდრიკება.

ღრმა ჩასუნთქვა: ნეკნთაშუა სასუნთქის კუნთების, დიაფრაგმის, მკერდისა და მხრის სარტყლის ზოგიერთი კუნთის შეკუმშვა. ნეკნები უფრო მაღლაა.

ღრმა ამოსუნთქვა: ნეკნთაშუა სასუნთქი კუნთების შეკუმშვა, ნეკნები ქვევით ეწევიან, ამიტომ გულმკერდის ღრუს მოცულობა მცირდება მარჯვნიდან მარცხნივ და  წინიდან უკან. ამავე დროს მუცლის კუნთები უკუმშებიან. დიაფრაგმა უფრო მაღლა ამოდის.

===============================================================================

გამომყოფი სისტემა


ორგანიზმიდან ნივთიერებათა გამოყოფას ემსახურება ფილტვები, ნაწლავები, კანი. თირკმლები, ღვიძლი.

გამომყოფ ორგანოთა სისტემას მიეკუთვნება თირკმლები, ორი შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი და შარდის მილი.

"თირკმლის ფეხი" წარმოდგენილია თირკმლის ვენით, თირკმლის არტერიით და შარდასწვეთით. თირკმელი წელის მიდამოებში ფიქსირდება თირკმლის ფეხითა და თირკმლის გარსით (შემაერთებელი), რომელშიც გახვეულია. ასევე, გახვეულია ბადექონში.

თირკმელში შესული არტერია იტოტება წვრილ არტერიებად და ეს წვრილი არტერიები შედის კაფსულაში



კაფსულაში ქმნის კაპილარების ქსელს. კაფსულიდან კვლავ გამოდის არტერია, რომლის დიამეტრი ორჯერ უფრო მცირეა ვიდრე შესულის (ამიტომ კაფსულაში მაღალი წნევაა). შემდეგ ეს არტერია, კაფსულიდან გამოსული, საშარდე მილაკის გარშემო ქმნის კაპილარების ქსელს.

თირკმლის ელემენტარული ერთეული არის ნეფრონი,ნეფრონი შედგება კაფსულისგან და საშარდე მილაკისგან.

შარდის წარმოქმნა

თირკმლის არტერია თირკმლის კარით შედის თირკმელში, იტოტება მრავალ წვრილ არტერიებად. თითოეული შედის კაფსულაში, სადაც ქმნის კაპილარების ქსელს. შესულის დიამეტრი მეტია გამოსულისაზე, ამიტომ აქ მაღალი წნევაა, რის გამოც სისხლი იფილტრება, ფილტრში არ გადის ცილა და სისხლის ფორმიანი ელემენტები (ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები). კაფსულაში გადადის წყალი, მინერალური მარილები, ამინომჟავები, გლუკოზა, შარდოვანა, შარდმჟავა და სხვა დაბალმოლეკულური ნაერთები. მიიღება პირველადი შარდი. პირველადი შარდის წარმოქმნა არის ფიზიკური პროცესი. პირველადი შარდი (კაფსულიდან) გადადის დაკლაკნილ საშარდე მილაკში. საშარდე მილაკის გარშემო კაპილარების ხშირი ქსელია. ამ კაპილარების საშუალებით ხდება პირველადი შარდის სასარგებლო ნივთიერებების: წყლის 99%-ის, მარილების, გლუკოზას, ამინომჟავების უკან შეწოვა რეაბსორბიცია, ეს ფიზიოლოგიური პროცესია. დისიმილაციის პროდუქტებისგან წარმოიქმნება მეორადი შარდი (2ლ), თირკმლის მილაკშებში.

მოშარდვის ცენტრი მოთავსებულია ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში. .

===========================================================================

კანი



კანი მიეკუთვნება საფარველ სისტემას.

კანი შედგება ეპიდერმისისაგანდერმისგან და კანქვეშა ცხიმოვანი შრისაგან.

ეპიდერმისი აგებულია ეპითელური უჯრედებისგან, იგი ორი შრისგან შედგება: ზედა შრე- მკვდარი უჯრედები, და ქვედა შრე - ცოცხალი უჯრედები.

დერმა ანუ საკუთრივ კანი ანუ კორიუმი აგებულია შემაერთებელი ქსოვილისგან. აქ მოთავსებულია რეცეპტორები, თმის ბოლქვები, ჩანთები, თმის კუნთები, საოფლე ჯირკვლები და სადინარები, ქონის ჯირკვლები, სისხლძარღვები. დერმაშია რქოვანი წარმონაქმნები: თმები და ფრჩხილები.

კანქვეშა ცხიმოვანი შრეში ცხიმი გროვდება. შემაერთებელი ქსოვილია.

კანის თმები და კუნთები რუდიმენტებია, ცხოველებში ეს კუნთები თმების აშლას იწვევს და მათ სიცივისგან იცავს, ადამიანს კი ისინი არ სჭირდება.

კანის ფუნქციები: გამომყოფი ორგანოა, დამცველობითი, თბორეგულატორული, გრძნობა.

================================================================================


საჭმლის მომნელებელი სისტემა შედგება პირის ღრუსგან, ხახასგან, საყლაპავი მილისგან, კუჭისგან, წვრილი (თორმეტგოჯა ნაწლავი წვრილი ნაწლავის დასაწყისია), მსხვილი და სწორი ნაწლავებისგან.
საჭმლის მომნელებელი სისტემა სამშრიანია.

პირის ღრუში მრავალი ჯირკვალია, აქედან 3 - ყბაყურა, ყბისქვეშა და ენისქვეშა. კბილები და ენა საჭმლის დანაწევრებაში მონაწილეობენ. მოზრდილ ადამიანს 32 კბილი აქვს. ენა კუნთოვანი ორგანოა და მრავალ რეცეპტორს შეიცავს.



ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების მონელება



ნახშირწყლების მონელება
პირში მრავალი სანერწყვე ჯირკვალია, აქედან 3 ყველაზე დიდია, პირში ხდება თერმულად დამუშავებული ნახშირწყლის დაშლა. აქ მაღალმოლეკულური ნახშირწყლები გარდაიქმნება დაბალმოლეკულურად. მაგ: სახამებელი - გლუკოზად.  კუჭში ნახშირწყლების დამშლელი ფერმენტები არ გამოიყოფა. თორმეტგოჯა ნაწლავში იხსნება პანკრეასის და ნაღვლის ბუშტის სადინარები. პანკრეასში, ანუ კუჭქვეშა ჯირკვალში ყველაფრის დამშლელი ფერმენტები გამომუშავდება. წვრილ ნაწლავში გლუკოზამდე დაშლილი ნახშირწყალი კედლისმიერი მონელების გზით, ხაოებში გაიწოვება და სისხლს მიაქვს უჯრედებამდე. თუ სისხლში 0,12%-ზე მეტია გლუკოზის კონცენტრაცია, პანკრეასში გამომუშავებული ინსულინი გარდაქმნის გლიკოგენად, თუ ნაკლებია - თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავებული ადრენალინი გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად, ასეთივე ფუნქციას ასრულებს გლუკაგონიც (პანკრეასში გამომუშავდება). მსხვილ ნაწლავში ხდება ცელულოზას დაშლა, ბაქტერიული დუღილი, K ვიტამინის წარმოქმნა და წყლის გაწოვა. უჯრედში ნახშირწყლები იშლებიან ნახშირორჟაგამდე და წყლამდე.




ლიპიდების მონელება.
პირში ლიპიდების მონელება არ ხდება. კუჭში არის ცხიმის დამშლელი ფერმენტი ლიპაზა, რომელიც მხოლოდ ჩვილ ბავშვებშია აქტიური, და ცხიმის ემულგირებას: ცხიმოვან წვეთებად დაშლას ახდენს. თორმეტგოჯა ნაწლავში ღვიძლში გამომუშავებული და ნაღვლის ბუშტიდან გამოყოფილი ნაღველი ააქტიურებს პანკრეასიდან გამოყოფილ ლიპაზას. გააქტიურებული ლიპაზა ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად შლის. წვრილი ნაწლავის ხაოებზე ხდება უჯრედის სტრუქტურის შესაბამისი ცხიმის კვლავსინთეზი, შემდეგ კი გაიწოვება. გაწოვილ ცხიმს ლიმფა წაიღებს უჯრედებამდე, უჯრედში საბოლოოდ იშლება ნახშირორჟანგად და წყლად. მსხვილ ნალწავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა.




ცილების მონელება
ცილების მონელება პირში არ ხდება. კუჭში მრავალი ჯირკვალია, რომელთა ნაწილი. ცილების დამშლელი ფერმენტებია პროტეაზები. კუჭში ხდება ცილების გახაჭოვნება. გახაჭოვნებული ცილები გადადის თორმეტგოჯა ნაწლავში, წვრილ ნაწლავში დაბალმოლეკულური ცილები ამინომჟავებად იშლება, გაწოვილ ცილებს სისხლი უჯრედებისკენ წაიღებს. უჯრედებში ცილები საბოლოოდ იშლებიან წყლად, ნახშირორჟანგად და ამიაკად. ამიაკი ტოქსიკური ნივთიერებაა, ამიტომ ღვიძლში ხდება მისი გარდაქმნა შარდოვანად. მსხვილ ნაწლავში ხდება წყლის გაწოვა და ვიტამინ K-ს წარმოქმნა. 

=================================================================================

ენდოკრინული სისტემა



ადამიანის ორგანიზმში ჯირკვლები იყოფიან სამ ჯგუფად:

  • გარეგანი სეკრეციის ჯირკვლები: სარძევე, სანერწყვე, საოფლე, საჭმლის მომნელებელი;
  • შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები: ჰიპოფიზი, ფარისებრი, ფარისებრახლო, თირკმელზედა, ეპიფიზი;
  • შერეული სეკრეციის ჯირკვლები: პანკრეასი, სასქესო.


ფარისებრი ჯირკვალი მოთავსებული ფარისებრ ხრტილზე. ფარისებრი ჯირკვალი გამოყოფს ჰორმონ თიროქსინს. თიროქსინის 60% იოდია. თიროქსინი უჯრედში აჩქარებს ნახშირწყლების დაჟანგვასა და ცილის სინთეზს. ფარისებრი ჯირკვლისჰიპერფუნქცია (გადაჭარბებული მუშაობა) ბაზედოვის დაავადებას (ჰიპერთირეოიდიზმი) იწვევს. ამ დაავადების სიმპტომებია: თვალების გადმოკარკვლა, მაღალი ტემპერატურა, მაღალი არტერიული წნევა, გახშირებული გულისცემა, ჭარბოფლიანობა, აღგზნებულობამ უძილობა და გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი. 
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია (არასაკმარისი მოქმედება) მიქსედემას (ჰიპოთირეოიდიზმი) იწვევს. ამ დაავადების სიმპტომებია: დაბალი ტემპერატურა, დაბალი გულისცემა, მომატებულ ძილიანობა, ჭარბი წონა, არააქტიური ნერვული სისტემა, გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი.
ადრეულ ასაკში ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციამ შეიძლება კრეტინიზმიგამოიწვიოს. კრეტინიზმით დაავადებულის მენტალობა 2 წლის ბავშვს უტოლდება, აქვთ სპეციფიკური გარეგნობა: დაბალი სიმაღლე, დიდი სახე, დიდი პირი, დიდი ენა, მოკლე ცხვირი. ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ენდემური ჩიყვი ეწოდება.

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრე გამოყოფს ჰორმონს, რომლის ნაკლებობაც ბრინჯაოს დაავადებას იწვევს. ტვინოვანი შრე გამოყოფს ადრენალინს იგივე ეპინეფრინს. ადრენალინი აჩქარებს გულის მუშაობას, ავიწროებს არტერიოლებს, აცქარებს სუნთქვას, აფართოებს გუგას,  ხელს უწყობს კუნთების ენერგიით მომარაგებას, გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზას, თრგუნავს კუჭისა და ნაწლავების მოქმედებას

პანკრეასი ანუ კუჭქვეშა ანუ ქუჭუკანა ჯირკვალი გამოყოფს ინსულინსა და გლუკაგონს. ეს ორი ჰორმონი ფუნქციის მიხედვით ერთმანეთის ანტაგონისტები არიან. ინსულინი გლუკოზას გლიკოგენად გარდაქმნის, გლუკაგონი კი - პირიქით - გლიკოგენს გარდაქმნის გლუკოზად.
ჯირკვლოვანი უჯრედები გამოიმუშავებენ წვენს, რომელსაც აქვს ტუტე რეაქცია და შეიცავს ფერმენტებს.

ღვიძლის ფუნქციები:
  
  1. სისხლში გლუკოზის დონის რეგულაცია (გლიკოგენის შენახვა);
  2. სითბოს წარმოქმნა;
  3. ნაღვლის წარმოქმნა;
  4. ტოქსინების გამოდევნა ან დაშლა;
  5. ამიაკის გარდაქმნა შარდოვანად;
  6. ერითროციტების წარმოქმნა ჩანასახში;
  7. ჰემოგლობინის დაშლა;
  8. ლეიკოციტების დაშლა;
  9. სისხლის შენახვა;
  10. სისხლის გაწმენდა ბაქტერიებისგან და სხვა მიკრობებისგან.

============================================================================================


თვალი



მხედველობის ორგანო - თვალი მიეკუთვნება გრძნობათა ორგანოებს. მისი მეშვეობით აღვიქვამთ საგნებს, მათ ფერს, ფორმას, მანძილს.

თვალის კაკალს სფეროსებრი ფორმა აქვს. იგი მოთავსებულია ქალის თვალბუდეში, რომლზეც მიმაგრებულია თვალის კაკლის მამოძრავებელი ექვსი კუნთი.
თვალის ირგვლივ მდებარე ორგანოები თვალს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავენ. ეს ორგანოებია: წარბები, ქუთუთოები და წამწამები, საცრემლე ჯირკვლები.  წარბები თვალს ოფლისგან იცავს, ქუთუთოები და წამწამები კი - მტვრისგან. ქუთუთოს შიგნითა ზედაპირი დაფარულია ლორწოვანი გარსით - კონუქტივით, რომელიც ნაწილობრივ აკრავს თვალის გარეთა ზედაპირს. საცრემლე ჯირკვლები თვალის გარეთა კარეთა კუთხეში მდებარეობს და გამოყოფს ცრემლს, რომელიც თვალს იცავს გამოშრობისგან, მიკრობებისგან, ათბობს და ასუფთავებს მას. ცრემლი თვალის შიგნითა კუთხიდან საცრემლე არხის მეშვეობით ცხვირის ღრუში ჩაედინება.

თვალის კაკალს გარედან შემაერთებელქსოვილოვანი ცილოვანი გარსი (სკლერა) ფარავს. იგი თვალს უცხოსხეულებისა და მიკრობებისგან იცავს.
თვალის წინა გარეთა ნაწილში ცილოვანი გარსი გადადის რქოვანაში, რომელიც ადვილად ატარებს სხივებს.
ცილოვანი გარსის ქვეშ სისხლძარღვოვანი გარსი, რომელიც თვალის ქსოვილების უჯრედებს კვებავს.
წინა გარეთა ნაწილში სისხლძარღვოვანი გარსი ფერად გარსში, ანუ ირისში გადადის ფერადი გარსზე დამოკიდებულია თვალის ფერი, იგი მრავალ პირგმენტს შეიცავს.
ფერად გარსსა და რქოვანას შორის სივრცეა, რომელიც გამჭვირვალე სითხითააამოვსებული.
ფერადი გარსის შუაში კი ხვრელია, რომელსაც გუგას უწოდებენ. გუგა კუნთების მეშვეობით ძლიერი განათებისას ვიწროვდება, სუსტის დროს - ფართოვდება. ეს არეგულირებს თვალში გარკვეული რაოდენობის სინათლის სხივის შეღწევას.
გუგის უკან ბროლია. ბროლი გამჭვირვალე, ამოზნექილი ლინზაა, იგი კუნთებითაა გარშემორტყმული. ეს კუნთები ბროლს სიმრუდეს უცვლის - ნაკლებად ან მეტად ამოზნექილს ხდის. ბროლის სიმრუდის ცვლილებას აკომოდაცია ეწოდება. ზოგჯერ ადამიანი კარგავს აკომოდაციის უნარს და ნანახი ბადურის წინ აირეკლება (ახლომხედველი) ან ბადურის უკან (შორსმხედველი).
თვალის კაკლის შიდა ნაწილი მთლიანად უფერო გამჭვირვალე ბლანტი სითხით -მინისებრი სხეულითაა ამოვსებული.
თვალის შიგნითა, ყველაზე თხელი გარსია ბადურა. მასზე განლაგებულია შუქის რეცეპტორები, რომლებსაც ფოტორეცეპტორებს უწოდებენ. ფოტორეცეპტორებიორი სახისაა: კოლბები და ჩხირები. კოლბები კაშკაშა სინათლით ღიზიანდებიან და ფერს აღიქვამენ. ჩხირები სუსტი ან ზომიერი სინათლით, და აღიქვამენ საგნის ფორმას. ადამიანს ჩხირები მეტი აქვს. გარდა ამ რეცეპტორებისა ბადურა სხვა უამრავ ნეირონს შეიცავს. მათი და ფოტორეცეპტორების მორჩების ერთობლიობამხედველობით ნერვს ქმნის. რომელიც თავის ტვინის ქერქის კეფის ნაწილში მიემართება. იმ ადგილს ბადურაზე, საიდაც ნერვი ტოვებს თვალის კაკალს, რეცეპტორები არ არის. ამ ადგილს ბრმა ხალი ეწოდება.
გუგის პირდაპირ კოლბების გროვებია, ამ ადგილს ყვითელი ხალი ეწოდება.





=================================================================================

სმენის ორგანო




ძუძუმწოვრების სმენის ორგანო არის ყური. ყური სმენის გარდა წონასწორობის შეგრძნებასაც ემსახურება. ყური იყოფა გარეთაშუა და შიგნითა ნაწილებად.



გარეთა ყური შედგება ყურის ნიჟარისა და სასმენი მილისგან.  ყურის ნიჟარა ბგერებს იჭერს და სასმენი მილისკენ აგზავნის.


გარეთა ყურს შუა ყურისგან დაფის აპკი ყოფს. გარეთა ყურიდან შემოსული ჰაერის ტალღა არხევს დაფის აპკს. დაფის აპკის მემბრანა უმცირესი ჩქამის დროსაც კი ირხევა. რხევა შუა ყურის მოძრავად შეერთებულ ძვლებს - ჩაქუჩსგრდემლსა და უზანგს გადაეცემა (რიგრიგობით), აქ რხევა ძლიერდება. უზანგი რხევა გადასცემს აპკს, რომელიც ოვალურ სარკმელს საზღვრავს. ოვალური სარკმელი შიგნითა ყურში შემავალი ხვრელია. ოვალური სარკმლის შემდეგ შიგნითა ყური იწყება. შუა ყური ხახასთანაა შეერთებული სასმენი ლულით. ამ მილით შუა ყურში შედის ჰაერი, რის გამოც დაფის აპკზე ორივე მხრიდან ერთნაირი წნევაა.


შიგნითა ყური საფეთქლის ძვლის სიღრმეშია მოთავსებული. აქ სითხით ამოვსებული არხებისა და ღრუების რთული სისტემა -  აპკოვანი ლაბირინთია. აპკოვანი ლაბირინთი სითხითაა ამოვსებული. ლაბირინთი შედგებაწონასწორობის ორგანოსნახევრადრკალოვანი ძვლოვანი არხებისოვალური სარკმლისა და ლოკოკინასგანლოკოკინა ლაბირინთის სპირალურად დახვეული მილია. ლოკოკინას თითოეული ხვეულის შეგნით მემბრანაა გაჭიმული. მემბრანა მრავალი სხვადასხვა სიგრძის ძაფებისგან შედგება. ამ ძაფებზე სმენის რეცეპტორები სხედან. ისინი ბგერითი ტალღებით ღიზიანდებიან. რეცეპტორებიდან აგზნება სმენის ნერვით ქერქის საფეთქლის წილს გადაეცემა და ჩვენ ბგერას აღვიქვამთ.


წონასწორობის ორგანო
შიგნითა ყურში, ლოკოკინას გარდა, წონასწორობის ორგანო - ვესტიბულარული აპარატია მოთავსებული. ის სამი ნახევრადრკალოვანი არხისა და ორი პარკისგან შედგება. ეს სისტემაც სითხითაა ამოვსებული. არხებსა და პარკების კედლებზე რეცეპტორებია განლაგებული.
=========================================================================

ნერვული სისტემა


ნერვული სისტემა აგებულია ნერვული ქსოვილისგან.






ნერვული ქსოვილის ფუნქციაა:


  1. აგზნება;
  2. აგზნების გადაცემა;
  3. აგზნების შეკავება.



ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური ერთეული არის რეფლექსი. რეფლექსი არის ორგანიზმის საპასუხო რეაქცია გაღიზიანებაზე, რომელსაც ახორციელებს და აკონტროლებს ცენტრალური ნერვული სისტემა



ზურგის ტვინი




მოთავსებულია ხერხემლის ძვლოვან არხში. ზურგის ტვინში ცენტრში რუხი ნივთიერებაა, გარეთა შრე კი წარმოქმნილია თეთრი ნივთიერებით. ზურგის ტვინიდან გამოდის 31 წყვილი შერეული ნერვი: თითოეული მათგანი იწყება 2 ფესვით: წინა და უკანა.  წინა ფესვზეა მამოძავებელი. უკანა ფესვები ცენტრისკენული ნეირონების მოკლე მორჩებისგან შედგება, ხოლო წინა ფესვები - ცენტრიდანული ნეირონების გრძელი მორჩებისგან.


ფუნქციები:


  1. რეფლექსური;
  2. გამტარი (აგზნებას თავის ტვინს გადასცემენ და პირიქით: თავის ტვინიდან იღებენ);
  3. მოშარდვის ცენტრია.


ზურგის ტვინი იმყოფება თავის ტვინის კონტროლქვეშ.
ზურგის ტვინის რეფლექსები თანდაყოლილია. ისინი მემკვიდრეობით გადაეცემა. ეს უპირობო რეფლექსებია, ისინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნებულია.


-----------------------------------------------------------------------------------------------





თავის ტვინი


შედგება დიდი ნახევარსფეროების ქერქისა და ღეროვანი ნაწილისაგან.


თავის ტვინიდან გამოდის 12 წყვილი ნერვი




--------------------------------------------------------------------------------------------------------------





მოგრძო ტვინი


ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა. აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად - ბირთვებად. აქ მოთავსებულია სუნთქვის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყლაპვის, წოვის, ღეჭვის, ხველების, ცემინების, სლოკინის, ღებინების, ცრემლდენის, ნერწყვის გამოყოფის ცენტრები.


ფუნქციები:


  1. რეფლექსური;
  2. გამტარი.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------

ნათხემი 


ნათხემში გარედან რუხი ნივთიერებაა, შიგნით - თეთრი და ნათხემის ბირთვები. მონაწილეობს მოძრაობის კოორდინაციაში (წონასწორობაში), ზუსტი და ნატიფი მოძრაობის შესრულებაში. ისეთი, როგორიცაა ნემსის ყულფში ძაფის გაყრა, მყარი სიარული.


--------------------------------------------------------------------------------------------------------------







შუა ტვინი


კუნთებს უგზავნის ტონუსს, მონაწილეობს სხეულის პოზის შენარჩუნებაში, მასში გადის მხედველობით და სმენით რეფლექსების რკალები. ახორციელებს უპირობო "რა არის" რესფლექსს, დამცველობით რეფლექსებს. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფენ, პირკინსონს იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია, ის აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას.


--------------------------------------------------------------------------------------------------------------

შუამდებარე ტვინი


შედგება მხედველობის ბორცვებისგან. იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიოლოგიურ პროცესთა რეგულაციასა და შეთანხმებაში. ყველა აღგზნება, ქერქისკენ მიმავალი, შუამდებარე ტვინს გაივლის. აქ ენდოკრინული რეგულაციის ცენტრია. ის ნერვული და ენდოკრინული სისტემის დამაკავშირებელია. ჰიპოთალმუსში მოთავსებულია წყურვილის, შიმშილის, სისხლის წნევის, ტემპერატურის რეგულაციის ცენტრები. არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმის ტემპერატურას, მოძრაობით რეფლექსებს (ცურვას, სირბილს).


--------------------------------------------------------------------------------------------------------------



დიდი ნახევარსფეროები


ზედაპირი დანაოჭებულია და ღარებს ქმნის. ზედა ნაწილს 5 მილიმეტრიანი ქექრი გასდევს, მის ქვემოთ თეთრი ნივთიერებაა, ქერქში ნეირონების სხეულებია მოთავსებული. თეთრ ნივთიერებას მათგან გამომავალი მორჩები ქმნის.
ღარებით სხვადასხვა ნაწილებადაა დაყოფილი:



  1. შუბლის წილი (ყნოსვა);
  2. თხემის წილი (გემო);
  3. კეფის წილი (მხედველობა);
  4. საფეთქლის წილი (სმენა).

ყველაზე ღრმა რაღი ცენტრშია. ცენტრალური ღარი ტვინს ორ ნაწილად ყოფს: შუბლისკენ მოტოროლი ზონაა, კეფისკენ - მგრძნობიარე. მოტორული კუნთების მოძრაობას უზრუნველყოფს, მგრძნობიარე - იღებს ინფორმაციას კანის რეცეპტორებიდან. მგრძნობიარეშია მეტყველების ცენტრი.
პირობითი რეფლექსური რკალი გაივლის ქერქში.


    --------------------------------------------------------------------------------------------------------------


    ვეგეტატიური (ავტონომიური) ნერვული სისტემა მოქმედებს დამოუკიდებლად, მაგრამ იმყოფება ცენტრალური ნერვული სისტემის კონტროლქვეშ. ვეგეტატიური ნერვული სისტემა იყოფა ორ ნაწილად: სიმპატიკურად და პარასიმპატიკურად.
    სიმპატიკური ნერვები მოთავსებულია ზუსრგის ტვინში.
    პარასიმპატიკური ნერვები მოთავსებულია თავის ტვინში და ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში.
    ორივე ემსახურება ერთი და იმავე ორგანოს მუშაობას, ოღონდ მოქმედებენ ერთმანეთის ანტაგონისტურად.


    --------------------------------------------------------------------------------------------------------------